უნგრეთის არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა – ორბანი პრემიერის სავარძელს კიდევ 5 წლით ინარჩუნებს
უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა ალიანსმა – “ფიდეს – ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიამ, რომლის ხელმძღვანელიც ქვეყნის პრემიერი, ვიქტორ ორბანია, ხმების 67,84% მოიპოვა და პარლამენტში 199 მანდატიდან 135 ადგილს დაიკავებს.
ამრიგად, ორბანის პარტია, უკვე მესამედ საპარლამენტო უმრავლესობას ინარჩუნებს.
ქვეყნის ეროვნული საარჩევნო ოფისის მონაცემით, ოქმების 98,96%-ის დათვლის შედეგად, ოპოზიციური პარტიების კოალიციამ, რომლის ხელმძღვანელიც პიტერ მარკი-ზაემია, 28,14% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 56 სავარძელს დაიკავებს.
7 მანდატი მემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლოს“ ერგო, ერთი კი – გერმანიის ეროვნულ სიას.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მოქმედი პრემიერი, ვიქტორ ორბანი ქვეყანას, უკვე ზედიზედ მეოთხედ, 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.