„ერთი კვირა აუპატიურებდა, შემდეგ კი დედა მოუკლა თვალწინ“ – მოხალისე ოკუპანტის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე ჰყვება
რუსი სამხედროები უკრაინელებს გართობის მიზნით აუპატიურებენ და კლავენ. ოკუპანტების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა 29 წლის ლიუბა ხარკოვიდან. ამის შესახებ მოხალისე ვერა ხვუსტი სოციალურ ქსელში ჰყვება.
„გუშინ შეტყობინება მივიღე იმისგან, ვისაც დიდი ხანია ვეძებდი ყველა ჯგუფში. ჩემი ლიუბასგა. ადამიანისგან, რომელთანაც უკვე 10 წელია ურთიერთობა მაქვს. მისი ისტორია ერთია მრავალთაგან. ეს ისტორია იმის შესახებაა თუ როგორ განგრევენ შინაგანად. ვწერ და ვგრძნობ მის აუტანელ ტკივილს“, – წერს ვერა.
მან აღნიშნა, რომ 29 წლის ლიუბა მთელი ცხოვრება დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ვერ დადიოდა.
„როდესაც ომი დაიწყო ლიუბა ევაკუაციაში არ წასულა, ვინაიდან არავინ დაეხმარა მას დედის გაყვანაში. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მათი კორპუსი უკვე დაბომბილი იყო, მათ ბინაში სამი ცხოველი შეიჭრა… მათ ადამიანებს ვერ უწოდებ“, – ჰყვება მოხალისე.
მისი თქმით, ოკუპანტებმა წაიღეს საჭმელი, რომელიც იქ იყო , მაგრამ ერთ-ერთი ჯარისკაცი დარჩა და ერთი კვირის განმავლობაში აუპატიურებდა გოგონას. ის ცდილობდა პოლიციაში დარეკვას, მაგრამ ვერ შეძლო, მერე კი რუსმა უბრალოდ მისი ტელეფონი გატეხა. ამასთანავე ის სიყვარულს უხსნიდა გოგონას და ჰპირდებოდა, რომ ომისგან შორს წაიყვანდა.
გოგონამ უარი განუცხადა წასვლაზე და დედის დატოვებაზე, ამიტომ რუსმა ჯარისკაცმა მოხუცი ქალი შვილის თვალწინ მოკლა.