„უნგრეთის პრემიერს და მიხეილ სააკაშვილს ერთად მიუძღვით ბრალი ბევრ რამეში”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან ბერძენიშვილისთვის გასაკვირი არ არის, რომ სააკაშვილი უნგრეთში იყოფება, რადგან უნგრეთის პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი მეგობრები არიან. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურიდან ბრალდებულის სტატუსში ისე გადადის, თვითონ ამას ვერ ხვდება.
“მე კიდევაც ვთქვი, როდესაც ბრალი წაუყენეს, ვიცოდი, სადაც იქნებოდა სააკაშვილი. ის იმ ქვეყანაში იქნებოდა, რომელმაც ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. უნგრეთის პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი დიდი ხნის მეგობრები არიან და ერთად მიუძღვით ბრალი ბევრ რამეშიც”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე აზრით, სააკაშვილს აუცილებლად დაჭირდება პოლიტიკური თავშესაფარი, რათა განსასჯელის სკამზე არ მოხვდეს.