ზელენსკი: სიმართლის გამარჯვება – ეს უკრაინისა და უკრაილენების გამარჯვებაა

უკრაინისთვის მხოლოდ რუსეთთან ომში გამარჯვებაც მისაღებია, მაგრამ კიევი მშვიდობისთვის არ დათმობს ტერიტორიებს აგრესორთან, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხთან FoxNews-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„სიმართლის გამარჯვება, ეს უკრაინისა და უკრაინელების გამარჯვებაა. საკითხავი ისაა, როდის დასრულდება ეს. ეს ღრმა და მტკივნეული საკითხია. გამარჯვების გარდა, უკრაინელი ხალხი არ მიიღებს არანაირ შედეგს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე თუ დათმობს რომელიმე უკრაინულ ტერიტორიას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, უკრაინის ლიდერმა განაცხადა: „ჩვენ არ ვვაჭრობთ საკუთარი ტერიტორიებით. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი არც კი განიხილება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები