ბაჩუკი ქარდავა: პუტინი აშკარად მძიმე დღეშია… კარგი იქნება ყველაფერი ეროვნული ინტერესებისთვის გამოვიყენოთ
რაც ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა ვლადიმირ პუტინს, იმას ცხადში ხედავს, თან ეს ყველაფერი დასაწყისია, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ქარდავა აღნიშნავს, ბევრი ექსპერტის აზრით, წელს რუსეთი ინვესტიციის სახით 100 მილიარდს დაკარგავს. მისივე თქმით, გარკვეული ადამიანები დაიწყებენ დოლარის და ევროს შესყიდვებს რუსული რუბლით, იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ და კარგად იციან, მალე დოლარის კურსი კატასტროფული ტემპით ზრდას დაიწყებს.
როგორც ბაჩუკი ქარდავა წერს, კარგია, თუ გვეყოფა გონიერება და ყველაფერს ეროვნული ინტერესებისთვის გამოვიყენებთ.
„რაც ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა ვლადიმირ პუტინს, იმას ცხადში ხედავს, თან ეს ყველაფერი დასაწყისია… ასე იცის ხულიგნობამ, მაგრამ მას ერთი ამბავიც ახლავს თან, რაც რუსეთის „მობლატავე” მმართველმა ვერ გაითალისწინა – აპერკოტი. ბევრი ექსპერტის აზრით, მარტო წელს რუსეთი ინვესტიციის სახით 100 მილიარდს დაკარგავს. ბუნებრივია, ფინანსებში გარკვეული ადამიანები დაიწყებენ დოლარის და ევროს შესყიდვებს რუსული რუბლით, უკვე მერყევი, მაგრამ ასატანი კურსით, რათა თავი გადაირჩინონ. მათ კარგად იციან, რომ მალე დოლარის კურსი კატასტროფული ტემპით დაიწყებს ზრდას. ნავთობისა და გაზის მოპოვებაში, რაზეც დგას რუსული ეკონომიკა, მოსალოდნელია გარდაუვალი შეფერხებები, თუნდაც ტექნიკური ხასიათის. ეს ფასებს აუცილებლად დაარტყამს – იარაღს ვერ გაყიდის, მისტრალებს ვერ იყიდის, ეჭვგარეშეა, კრემლის მილიარდელები უკვე ეძებენ კაპიტალის გადამალვა-გადარჩენის გზებს. ყირიმი აიკიდა და არ ააყვავოს უცებ… ეს ცალკე ურტყამს. ტექნოლოგიებში რუსეთი რომ ვერ ბრწყინავს, „კრემლის ხაზეინმა” ყველაზე უკეთ იცის. არადა, ძალიან სჭირდება თანამედროვე იარაღის წარმოებისთვის. რაც ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა ვლადიმირ პუტინს, იმას ცხადში ხედავს, თან ეს ყველაფერი დასაწყისია… ასე იცის ხულიგნობამ, მაგრამ მას ერთი ამბავიც ახლავს თან, რაც რუსეთის ,,მობლატავე” მმართველმა ვერ გაითალისწინა – აპერკოტი. პუტინი აშკარად მძიმე დღეშია – თვით იტალია, საფრანგეთი და გერმანიაც ყბაში ურტყამს, კრემლი არ იმჩნევს მაგრამ რამდენ ხანს? პუტინი ცდილობს, იყოს ამაყი და შეუდრეკელი გარეშე თვალისთვის, რამდენადაც გამოსდის ისტერიკის ფონზე. არ ვიცი, ეს რამდენად გონიერი საქციელია, ალბათ უფრო მის არაადეკვატურობაზე მიანიშნებს და ძალიანაც კარგი. კარგია, თუ ჩვენ გვეყოფა გონიერება, ეს ყველაფერი ჩვენი ეროვნული და არა ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოვიყენოთ. გინდა მოთმინებით, მაგრამ არა პასიურობით, გინდა ზომიერი აქტიურობით, მე ამ უკანასკნელს ავირჩევდი, თუ გვსურს, ვიყოთ გარდაუვალად გამარჯვებული და ჩვენი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტის – დასავლეთის ნაწილი“, – წერს ქარდავა.