სტუდენტთა მობილობის ვადები ცნობილია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მობილობის მსურველი სტუდენტი პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს და დაპირველი აგვისტოდან 21 აგვისტოს 18:30 საათამდე ელექტრონული განაცხადი უნდა გააკეთოს.
“სტუდენტის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად მხოლოდ მობილობის საფასურის, 40 ლარის გადახდის შემთხვევაში. თანხის გადახდა შესაძლებელია მობილობაზე ელექტრონული განაცხადის გაკეთების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 21 აგვისტოს 18:30 საათისა, სს საქართველოს ბანკის ფილიალებში, ან ონლაინრეჟიმში. მობილობის შედეგები მობილობის პორტალზე გამოცხადდება 25 აგვისტოს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტმა 25-26 აგვისტოს უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლესს და დაადგინოს დოკუმენტების წარდგენის ვადა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.