მერაბ მეტრეველი: რატომ არ იხსენებს სააკაშვილი, როგორ მოექცა ასლან აბაშიძეს და მის ოჯახს?
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს აინტერესებს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რატომ არ იხსენებს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის მმართველის, ასლან აბაშიძისა და მისი ოჯახის სამართლებრივ დევნას, როდესაც ამბობს, რომ ედუარდ შევადნაძეს ხელი არ ახლო. ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდსა და ასლან აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენებას იხსენებს.
„მიშა რომ იძახის, მე შევარდნაძეს ხელი არ ვახლეო, საინტერესოა, რატომ არ იხსენებს, როგორ მოექცა ასლან აბაშიძეს და მის ოჯახს? ბათუმელი ვარ და ეჭვი მეპარება, ვინმეს ასლანი ისე ეჯავრებოდეს, როგორც მე… მის დამხობას სააკაშვილს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ვუთვლი, მაგრამ ის, რაც მან ასლანის გაქცევის შემდეგ გააკეთა, როდესაც არა მარტო მასზე, არამედ შვილების წინააღმდეგაც აღძრა საქმე, რომ საქართველოში მისი ოჯხის ვერც ერთი წევრი ჩამოსულიყო და შვილებს წლების განმავლობაში დედის საფლავზე გასვლის საშუალება მოუსპო, იყო ამაზრზენი საქციელი“,- წერს ჟურნალისტი.