მიკოლაევის ადმინისტრაციის შენობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მიკოლაევში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.
მათივე ცნობით, 23 ადამიანი ნანგრევებიდან ამოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, 1 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ნამსხვრევებში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
ცნობისთვის, 29 მარტს, დილით ოკუპანტებმა მიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge