“საქართველოს მშრომელთა საბჭოს” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ გორგაძე გახდა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს მშრომელთა საბჭოს” პრეზიდიუმმა პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მერაბ გორგაძე აირჩია. როგორც გორგაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხდა, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში „მშრომელთა საბჭოს” პრიორიტეტი იქნება მშრომელთა უფლებების დაცვა, სამართლიანობის აღდგენის პროცესებში აქტიური მონაწილეობა და რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება.
„ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების ნაკლოვანებებზე საუბრისგან თავს შეგნებულად ვიკავებდით, მაგრამ დაგროვილია ძალიან ბევრი მტკივნეული თემა, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. დღეიდან ვიწყებთ აღნიშნული საკითხების წამოწევას. ვფიქრობ, ჩემი მოღვაწეობა პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში სხვადასხვა პრობლემური საკითხის გადასაჭრელად უფრო ეფექტური იქნება“, – აღნიშნა მერაბ გორგაძემ.