ვიქტორ დოლიძე: სააკაშვილი უნდა მორჩეს პოპულიზმს
საპარლამენტო უმრაველესობის წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, სააკაშვილი უნდა მორჩეს პოპულიზმს და გაიზიაროს ის სულისკვეთება, რომელიც ამერიკის დეპარტამენტის განცხადებაშია გადმოცემული. დეპუტატი ყოფილ პრეზიდენტს ურჩევენ, საქართველოში ჩამოვიდეს და პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რომელიც მის მიმართ არსებობს.
,სააკაშვილს ვურჩევდი, რომ მობრძანდეს და მის მიმართ არსებულ კითხვებზე გასცეს პასუხი, და არა ის, რომ სამი ათასი კილომეტრიდან ისაუბროს და გააგრძელოს პოპულიზმი. გუშინვე ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა გააკეთა ადეკვატური განცხადება, რომლის სულისკვეთებას მე ვიზიარებ. თუკი სააკაშვილიც გაიზიარებს იმას, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, არ იქნებოდა ცუდი”, – განაცხადა დეპუტატმა.