სტოლტენბერგი – უკრაინაზე: ხდება რუსეთის დანაყოფების არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება – შეიძლება, ახალ შეტევას ველოდოთ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა რუსეთისგან დამატებით შეტევას უნდა ელოდოს.
მისი თქმით, ხდება რუსული ჯარების გადაჯგუფება და არა – გაყვანა.

„ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი შეამცირებს სამხედრო ოპერაციის მასშტაბს კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში, თუმცა, რუსეთი მუდმივად ცრუობს თავისი განზრახვების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია, განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა – მისი სიტყვებით. ჩვენი სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ხდება რუსეთის დანაყოფების არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება. რუსეთი ცდილობს, გადააჯგუფოს, მიაწოდოს მარაგები და გააძლიეროს თავისი შეტევა დონბასის რეგიონში. ამავე დროს, რუსეთი ინარჩუნებს ზეწოლას კიევსა და სხვა ქალაქებზე. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ დამატებით შეტევით ქმედებებს, რასაც მეტი ტანჯვა მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი. გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები