უკრაინის პროკურატურა: რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 148 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 148 ბავშვი დაიღუპა, 232 კი დაიჭრა. უწყების ცნობით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი კიევის ოლქში ემსხვერპლა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

”დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 797 სასწავლო დაწესებულება. მათგან 76 მთლიანად განადგურდა. მათი განცხადებით, უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, ნიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებსა და ქალაქ კიევში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები