Black Sea Arena: უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, OneRepublic-ის კონცერტი ვეღარ ჩატარდება

​OneRepublic-ის 28 მაისს დაგეგმილი კონცერტი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ვეღარ ჩატარდება. ჩვენი დიდი მცდელობისა და სამკვირიანი აქტიური მუშაობის მიუხედავად, ამ სცენარის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა“, – ამის შესახებ „ბლექ სი არენას“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„გვესმის თქვენი გულისწყვეტა, ჩვენთვისაც დიდი იმედგაცრუებაა ორწლიანი ლოდინის შემდეგ თქვენთან შეხვედრის კიდევ ერთხელ გადადება. გვინდა, ბოდიში მოგიხადოთ მათ, ვინც ასე სულმოუთქმელად ელოდით მონატრებული ემოციების კიდევ ერთხელ მიღებას არენაზე. მადლობა ნდობისთვის, განსაკუთრებული მადლობა კი, იმ ადამიანებს, ვინც ორი წლის განმავლობაში ელოდა ამ კონცერტს. ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შეძენილი ბილეთების დაბრუნება დაიწყება 4 აპრილიდან, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის, გიპასუხოთ. იმედი გვაქვს, თქვენთან მალე შეხვედრის და უფრო დიდი თავგადასავლების, რომლებიც აუცილებლად გველოდება წინ. მთავარია, იყოს მშვიდობა“, – წერია განცხადებაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები