მიკოლაევის ადმინისტრაციის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
მიკოლაევში, რუსული რაკეტით განადგურებული სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს – დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ნამსხვრევებში ადამიანების სამძებრო სამუშაოები ორი დღეა, მიმდინარეობს
შეგახსენებთ, რომ 29 მარტის დილით ოკუპანტებმა დაბომბეს მიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge