უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი კიდევ სამ დასახლებულ პუნქტზე დაიბრუნეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრივოი როგის მახლობლად, ხერსონის ოლქის სამ სოფელზე კონტროლი დაიბრუნეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დნეპროპეტროვსკის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ლუკაშუკმა დაწერა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ორლოვო, ზაგრადოვკა და კოჩუბეევკა გაათავისუფლეს. სამივე სოფელი კრივოი როგის სამხრეთით, დაახლოებით, 50 კილომეტრში მდებარეობს.

ლუკაშუკის თქმით, წუხელ დნეპროპეტროვსკის რეგიონში დაბომბვა არ ყოფილა, თემებში ვითარება მშვიდია, რეგიონს კი საიმედოდ იცავენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია და ტერორისტული თავდაცვის ძალები.

 

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები