SOLO Talk-ის ფარგლებში საინტერესო სპიკერებთან შეხვედრები გრძელდება
SOLO-მომხმარებლებისთვის საინტერესო სპიკერებთან შეხვედრების ფორმატი SOLO Talk-ის ფარგლებში კვლავაც გრძელდება.
აპრილში უკვე დაგეგმილია სამი შეხვედრა ისეთ სპიკერებთან, როგორიცაა ლევან ბერძენიშვილი, ანდრო დგებუაძე და თინათინ რუხაძე. 7 აპრილს ფილოლოგი, ანტიკური ლიტერატურის პროფესორი, ლევან ბერძენიშვილი ჭავჭავაძის SOLO Lounge-ში ისაუბრებს ლიტერატურის ფუნქციაზე დღეს და შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა: რა არის მხატვრული ლიტერატურა; რას ნიშნავს თანამედროვე ლიტერატურა; ემპათია, როგორც ლიტერატურის პროდუქტი და ლიტერატურა, როგორც ანტიდეპრესანტი. მეტი დეტალი შეხვედრის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3DrQoGO 14 აპრილს კი თემაზე- “მეთვრამეტე სპილო და მენეჯმენტი” ბიზნესკონსულტანტი, ანდრო დგებუაძე ისაუბრებს. ის ინდური ზღაპარის „მეთვრამეტე სპილოს“ მაგალითზე განიხილავს წესის და თავისუფლების დაპირისპირების თემას, რაც პირდაპირ კავშირშია როგორც პიროვნულ მოტივაციასთან, ისე ხარისხის მართვასთან. მეტი დეტალის ნახვა ანდრო დგებუაძის SOLO Talk-ის შესახებ შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3qPhxOF ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მოდელზე კი 28 აპრილს საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი თინათინ რუხაძე ისაუბრებს.
თინათინი განიხილავს ორგანიზაციის განვითარების შეფერხების სიმპტომებს, რომელიც ტრანსფორმაციის საჭიროების აუცილებელი ნიშანია. ეს საკითხებია: ⦁ განვითარების შეფერხების ნებისმიერი სიმპტომი − ზრდის ტემპის შენელება / კომპანიის შემცირება, მომგებიანობის კლება, ღირებული კადრების გადინება; ⦁ პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებული „გადაუჭრელი“ პრობლემები; ⦁ ლიდერშიფის მიერ სტაგნაციის, „წრეზე სიარულის“ ან უკუსვლის შეგრძნება − ახალი ტრანსფორმაციის საჭიროების უტყუარი ნიშანი. მეტი დეტალის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს“: https://bit.ly/3wQFEAw SOLO Talk –ზე დასწრების მსურველმა SOLO-მომხმარებლებმა რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე − hobby@solo.ge ან მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.R