ჩერნიგოვის მერი: რუსები გვპირდებიან, რომ ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ მათ, რეალურად, გაზარდეს დარტყმების რაოდენობა

ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის მერი, ვლადისლავ ატროშენკო აცხადებს, რომ რუსეთს ცეცხლი არ შეუწყვიტავს და რომ თავდასხმა “კოლოსალური” მასშტაბისაა.
ინფორმაციას ”სიენენი”ავრცელებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად დადებული პირობა ამჯერადაც არ შეასრულა რუსეთმა და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ რუსეთი ყოველთვის იტყუება.

”ისინი გვპირდებიან, რომ ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ მათ, რეალურად, გაზარდეს დარტყმების რაოდენობა. დღეს ჩვენ გვაქვს კოლოსალური თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრზე. 25 ადამიანი დაიჭრა და საავადმყოფოებში არიან. თითოეული მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა. ასე რომ, როცა რუსეთი რაიმეს ამბობს, ეს გულდასმით უნდა შემოწმდეს“, – ამბობს ვლადისლავ ატროშენკო.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები