ოკუპანტებმა კიევის ოლქში 33 წლის ქალს ჯერ ქმარი მოუკლეს, შემდეგ კი გააუპატიურეს

ოკუპანტებმა კიევის ოლქში 33 წლის უკრაინელი ქალი გააუპატიურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ძალადობის მსხვერპლი ამბობს, რომ მთვრალმა რუსებმა ჯერ მისი ქმარი მოკლეს საკუთარი სახლის ეზოში, შემდეგ კი მას აიძულეს, იარაღის მუქარით, გაშიშვლებულიყო და რამდენიმე საათის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდნენ.

გამოცემის ცნობით, ქალის 4 წლის შვილი ამ დროს სახლში იმყოფებოდა და ერთ-ერთ ოთახში იმალებოდა.

მას შემდეგ კი, რაც მოძალადეებს ჩაეძინათ, ქალი, ბავშვთან ერთად, ფეხით გაიქცა, რადგან რუსებს ოჯახის მანქანაც უკვე დაცხრილული ჰყავდათ. ამჟამად, 33 წლის ქალი შვილთან ერთად უსაფრთხოდაა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები