CNN: უილ სმიტს შესაძლოა, ოსკარი ჩამოართვან

გამოცემა CNN-ის ცნობით, ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარი ინციდენტის განხილვა დაიწყო.

კინოაკადემიას უფლება აქვს, უილ სმიტი საკუთარი რიგებიდან გარიცხოს და, ასევე, გადაცემული ჯილდო ჩამოართვას.

ცნობისთვის, ოსკარის დაჯილდოებაზე უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა, მოგვიანებით კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიზეზი როკის მიერ მსახიობის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის მისამართით ნათქვამი ხუმრობა გახდა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები