უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე მოითხოვეს

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი “უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ”.

კანონპროექტი ითვალისწინებს „მოსკოვის საპატრიარქოს – რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში შემავალი რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას“.

“კიევ-პეჩერის მიძინების ლავრა, წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრა, წმინდა მიძინების სვიატოგორსკის ლავრა და სხვა ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ეკუთვნის ან გამოიყენება მოსკოვის საპატრიარქოს მიერ, ხდება სახელმწიფოს საკუთრება, ხოლო გამოყენების შესახებ შეთანხმებები (გადაწყვეტილებები) გაუქმებულია“, – ნათქვამია კანონპროექტში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ, ამ კანონის ძალაში შესვლიდან 48 საათის განმავლობაში, აკრძალული ეკლესიების მთელი ქონების ინვენტარიზაცია და ნაციონალიზაცია მოხდება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები