ლაშა ხუციშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, სადაც საქართველოს წარმოადგენენ ჰოლანდიელი აღმასრულებელი დირექტორები.

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენაზე მსოფლიოსა და რეგიონში. როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მიზნით. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები