გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო მეტს ისაუბრებს სააკაშვილი, მით უფრო ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ საზოგადოებამ მისი სიტყვები დაიჯეროს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვების გასაანალიზებლად არავის სცალია.
“რაც უფრო მეტს ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილი, მით უფრო ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ საზოგადოებამ მისი სიტყვები დაიჯეროს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, ვინმემ მისი სიტყვები სერიოზულად აღიქვას. ამას გარდა, დღეს არავის სცალია არც მსოფლიოში და, მით უფრო, საქართველოში მისი სიტყვების გაანალიზებისთვის იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმეა რეგიონში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ა.შ.”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.