მიხეილ სარჯველაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები განიხილა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოში და ზოგადად რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო დღეისათვის არსებულ გამოწვევებს, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მხრიდან წარმოდგენილი იყვნენ საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები