ესპანეთში COVID-19 ენდემურ დაავადებასთან გაიგივდა

ესპანეთში დღეიდან COVID-19 გრიპის მსგავს ენდემურ დაავადებასთან არის გაიგივებული.

დღეიდან, Sars-CoV-2-ის ვირუსით ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც დაავადების სიმპტომები არ აქვთ ან მსუბუქი ფორმით აქვთ გამოვლენილი, ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას შეძლებენ, ანუ ასეთი მოქალაქეებისთვის იზოლაციის რეჟიმში გადასვლა სავალდებულო აღარ იქნება.

ეს წესი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ რისკჯგუფში მყოფი პირებისთვის, როგორებიც არიან 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები, ასევე, ორსული ქალები და ჯანდაცვის მუშაკები.

ამასთან, ესპანეთში ერთი სავალდებულო წესი მაინც შენარჩუნებული იქნება, კერძოდ, დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

25 მარტის შვიდი დღის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 100 ათასს მოსახლეზე 227 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული (მაშინ, როდესაც, მაგალითად, გერმანიაში, ეს რიცხვი 1700 ინფიცირებულს შეადგენს).

ასევე, საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მხოლოდ 3,6%-ია მოთავსებული.

მოსახლეობის თითქმის 85% ორივე დოზით არის აცრილი, 51%-ს კი ,,ბუსტერ,, დოზა აქვს შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები