რომის პაპმა ფრანცისკემ პოლიტიკურ ლიდერებს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება რომის პაპმა “Twitter”-ის საშუალებით გაავრცელა.
რომის პაპის თქმით, “კაცობრიობამ უნდა შეწყვიტოს ომი, სანამ ომს გაუნადგურებია კაცობრიობა”.
“თვითგანადგურების საფრთხის წინაშე კაცობრიობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დროა შეწყვიტოს ომი, წაშალოს იგი კაცობრიობის ისტორიიდან, სანამ ის წაშლის კაცობრიობის ისტორიას. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა იფიქროს და დაუთმოს საკუთარი თავი ამ მიზანს!”, – აღნიშნა პაპმა.
პაპის გვერდზე უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მესიჯების სერია გამოქვეყნდა.
“ომი ანადგურებს არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავალს. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებიდან ყოველი მეორე ბავშვი ხდება ლტოლვილი. ეს ანგრევს მომავალს, აყენებს მტკივნეულ ჭრილობებს ყველაზე პატარას და უდანაშაულოს. ეს არის სისასტიკე. ომი, რომელიც ბარბაროსული და მკრეხელური აქტია!“, – წერს რომის პაპი.