ათიათასობით ადამიანი ლონდონის ცენტრში გავიდა, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების იმედი გამოეხატა. ამის შესახებ, “The Guardian” იუწყება.
მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ხალხს მთელი მსოფლიოდან გააპროტესტონ სისხლის ღვრა, ტრაფალგარის მოედანი ყვითელ-ლურჯ ზღვად გადაიქცა.
ლონდონის მერმა სადიქ ხანმა, რომელმაც სოლიდარობის მსვლელობა მოაწყო, თქვა, რომ უკრაინამ განიცადა “წარმოუდგენელი ტკივილი და ტანჯვა” ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ხანმა თქვა, რომ ლონდონი “უკრაინის გვერდით იდგა ბნელ საათში”.
ხანმა ასევე გამოაცხადა, რომ 1,1 მილიონ ფუნტზე მეტი დაფინანსება გამოყო ლონდონში ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების მხარდასაჭერად.
დიდ ეკრანზე გაისმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება აქციებზე გაერთიანებისა და თავისუფლების დასაცავად, რაზეც ხალხი მოედნებზე მძაფრად რეაგირებდა.
უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის კიდევ უფრო დასავლეთისკენ გაიწევს.
London was so beautiful today💙💛
It is huge for every Ukrainian inside and outside the country pic.twitter.com/PaeJOvV4NT— Alisa Lialina (@lialina_a) March 26, 2022