„მთიანი ყარაბაღი“ არ არსებობს – აზერბაიჯანმა რუსეთს შეახსენა, ვის ეკუთვნის ტერიტორია

BAKU, AZERBAIJAN OCTOBER 30: Russia's Defense Minister Sergey Shoigu (L), Minister of Defence of Azerbaijan, Zakir Hasanov (R) participate in the meeting of the Council of Defense Ministers of the Commonwealth of Independent States, on October 30, 2019 in Baku, Azerbaijan. (Photo by Resul Rehimov/Anadolu Agency via Getty Images)

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას მოსთხოვა, აზერბაიჯანის მსოფლიოში აღიარებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარები გაიყვანოს და გამოთქმა „მთიანი ყარაბაღი“ აღარ გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სამმხრივი განცხადების დებულებების შესაბამისად, უზრუნველყოს სომხური ჯარის ნარჩენების და არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების სრული გაყვანა ტერიტორიებიდან. არასწორად არ წარმოაჩინოს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოძრაობა ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე, არ გამოიყენოს გამოთქმა „მთიანი ყარაბაღი“ და სწორად მიუთითოს აზერბაიჯანის ტერიტორიების დასახელება“, – განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ  25 მარტს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება განიხილეს, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული. აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ „გამოხატავს სინანულს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 26 მარტს ცალმხრივ, რეალობისგან დაშორებულ განცხადებასთან დაკავშირებით“ (სადაც რუსეთის ფედერაციამ აზერბაიჯანი დაადანაშაულა ხელშეკრულების დარღვევაში და ზონაში შეჭრაში. სადაც რუსეთის ფედერაციის „სამშვიდობოების“ იურისდიქცია იყო).

აზერბაიჯანი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღი“. ხოლო განცხადებაში აღნიშნული სოფლის სახელია არა ფურუხი, არამედ ფარუხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები