სოფლის მეურნეობის სამინისტროში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების აღდგენაზე იმსჯელეს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტა“ გენერალურ დირექტორთან, უჩა ძოძუაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების აღდგენის საკითხი განიხილეს.
„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების აღდგენა და გამართული ფუნქციონირება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების აქტიური გამოყენებით სოფლის მეურნეობისთვის მიყენებულ ზარალის მინიმუმამდე შემცირებაა შესაძლებელი და, შესაბამისად, ამ მიმართულებით გლეხი დაზღვეულია რისკებისგან“, – განაცხადა ოთარ დანელიამ. „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებზე ცენტრში მიმდინარე მუშაობის დეტალები გააცნო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მინისტრი სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრიდან რეგულარულად მიიღებს ინფორმაციას. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები 2015 წლის აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და სრულად დაფარავს კახეთის რეგიონს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ახალი სისტემის გამოყენება ეკოლოგიასა და კლიმატს საფრთხეს არ უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები