ჩერნობილის აეს-თან ხანძრის 31 კერაა – გაზრდილია დაბინძურების დონე
ჩერნობილის აეს-თან ხანძრის 31 კერა დაფიქსირდა, ხანძრის საერთო ფართობი 10 111 ჰექტარს შეადგენს, ასევე გაზრდილია რადიოაქტიური დაბინძურება. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სამხედრო მოქმედებების და რაშისტების მიერ ტყეში ცეცხლის განზრახ მოკიდების შედეგად გაზრდილია რადიაციით ჰაერის დაბინძურების დონე. ამ დროისთვის თანამგზავრის მონაცემებით დაფიქსირდა ხანძრის 31 კერა, რამაც დაახლოებით 10 111 ჰექტარი შეადგინა“, – აღნიშნეს სამინისტროში.