ბაიდენი: ჩვენ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას, რომელიც მოდის კრემლიდან
“ჩვენ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას, რომელიც მოდის კრემლიდან. რუს ხალხს უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ თავად გააკეთონ არჩევანი”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
როგორც ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საუბარი საკმარისი არ არის.
“რა თქმა უნდა, საუბარი არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, მე ჩამოვედი ევროპაში. დიდი შვიდეულის ქვეყნებისთვის, ევროკავშირისთვის, ნატო-სთვის მე მაქვს მესიჯი – ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი დღეს, ხვალ და ზეგ, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. ეს არ იქნება მარტივი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის საფასური უნდა გადავიხადოთ. ავტოკრატია ძალიან მძიმე, ძალიან ბნელია. შესაბამისად, ამას უნდა ვებრძოლოთ”, – განაცხადა ბაიდენმა.