ბაიდენი: ვლადიმერ პუტინის აგრესიამ რუსეთის მოსახლეობა მოსწყვიტა მთელს მსოფლიოს
“ვლადიმერ პუტინის აგრესიამ რუსეთის მოსახლეობა მოსწყვიტა მთელს მსოფლიოს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
როგორც ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს ომი არ ღირს რუსეთის მოსახლეობის გაწირვად.
“ამერიკელი ხალხი და ამერიკის მთავრობა თქვენ გიდგათ გვერდში. ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას. ამ ბრძოლამ თავისუფლებისთვის ნათელი მოჰფინა იმას, რომ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ დამოკიდებული რუსულ ნედლ ნავთობზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკომიის პრეზიდენტთან გვექნება შეხვედრა და საუბარი შეეხება ენერგოკრიზისიდან გამოსვლას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მალე გადავიდეთ განახლებად ენერგიაზე და ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ბაიდენმა.