ბაიდენი: უკრაინაში რუსეთის ქმედებები გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატია
“მე დამიკარგავს შვილი. მე ვიცი, რაოდენ მძიმეა ეს ყველაფერი. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინელები, უბრალოდ, ფარ-ხმალს დაყრიდნენ და და აღარ იბრძოლებდნენ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
როგორც ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსები შეებნენ ძალიან მედეგ და ძლიერ უკრაინელებს.
“რუსულმა ბრუტალურმა მიდგომამ და ბრუტალურმა ტაქტიკამ გააძლიერა უკრაინა, გააერთიანა დასავლეთი. რუსეთს სურდა, ნატო გამქრალიყო მისი თვალთახედვის არედან, მაგრამ ახლა ჩვენ პირიქით – უფრო ძლიერები ვართ. ის ფიქრობდა, რომ დაამარცხებდა დემოკრატიას, მაგრამ დემოკრატია ახლა უფრო ძლიერია. უკრაინაში რუსეთის ქმედებები გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატია”, – განაცხადა ბაიდენმა.