ბაიდენი: ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არის უკრაინა და უკრაინელი ხალხი

„ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არის უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ისინი იბრძვიან საკუთარი ერის გადასარჩენად. მათი მამაცი წინააღმდეგობა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, ბრძოლის დემოკრატიის მთავარი პრინციპებისთვის, რომელიც ყველა თავისუფალ ხალხს აერთიანებს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

როგორც ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აშშ-ის გზავნილი უკრაინელების მიმართ შემდეგია – “ჩვენ თქვენ გვერდით ვართ”.

“კანონის უზენაესობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, შეკრების უფლება, რელიგიის თავისუფლება, პრესის თავისუფლება – ეს პრინციპები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალ საზოგადოებებში. მაგრამ ამ პრინციპებს მუდმივად ებრძოდნენ. მსოფლიო არ არის სრულყოფილი, როგორც ჩვენ ეს ვიცით. ზოგიერთის ამბიციებია, მუდმივად დომინირებდნენ ბევრის თავისუფლებასა და სიცოცხლეზე. ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი მე დღეს გადავეცი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს, რომლებიც მჯერა, აქ არიან; ეს გზავნილი შემდეგია – ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები