კულება: აშშ-სგან მივიღეთ დამატებითი დაპირებები, თუ როგორ განვითარდება თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინამ აშშ-სგან დამატებითი თავდაცვითი მხარდაჭერის დაპირება მიიღო.
“დღეს ჩვენ მივიღეთ დამატებითი დაპირებები შეერთებული შტატებისგან, თუ როგორ განვითარდება თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა. უკრაინისთვის აშშ-ზე მეტი მხარდაჭერა არცერთ ქვეყანას არ აღმოუჩენია”. – თქვა კულებამ.