როგორია რუსეთის დანაკარგები ომის დაწყებიდან 31-ე დღეს

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრიდან დღემდე, დაახლოებით, 16 400 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 575 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 640 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 293 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 117 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 127 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 1 131 ერთეული;
  • გემები/ნავები — 7 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 56 ერთეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები