დმიტრო კულება ვარშავაში ამერიკელ კოლეგას, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვარშავაში თავის ამერიკელ კოლეგას, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კულება „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვის მონაწილეობით გაიმართა.
„ეს სპეციალური 2+2 ფორმატი საშუალებას გვაძლევს გამოვნახოთ პრაქტიკული გადაწყვეტის გზები როგორც პოლიტიკური, ასევე თავდაცვითი მიმართულებით, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ უკრაინის შესაძლებლობები გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას“,- განაცხადა დმიტრო კულებამ.
We are meeting our U.S. counterparts @SecBlinken and @SecDef in Warsaw together with @oleksiireznikov. This special 2+2 format allows us to seek practical decisions in both political and defense spheres in order to fortify Ukraine’s ability to fight back Russian aggression. pic.twitter.com/5qlUXtwqXS
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 26, 2022