უკრაინის ვიცეპრემიერი: მიღწეულია შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ მარიუპოლიდან და მელიტოპოლიდან

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსულ მხარესთან მოხერხდა შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კერძო მანქანებით დატოვოს ალყაშემორტყმული მარიუპოლი.

მისივე განცხადებით, ვინც ქალაქიდან გაღწევას მოახერხებს, შეძლებს, შემდეგ მეზობელი ქალაქი ბერდიანსკიდან ავტობუსით გაემგზავროს ქალაქ ზაპოროჟიეში.

”ყველა ღონეს ვიხმართ, რათა მარიუპოლელებით სავსე ავტობუსებმა დღეს ზაპოროჟიეში ჩააღწიონ“, – თქვა მან და დასძინა, რომ ასევე მიღწეულია შეთანხმება სამოქალაქო პირების ევაკუაციაზე ქალაქ მელიტოპოლიდანაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები