Reuters: რუსული რაკეტების 60% უკრაინაში სამიზნეებს ვერ აღწევს
ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, ზუსტი მართვადი რაკეტების 60%, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს, სამიზნეებს ვერ აღწევს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება.
პენტაგონის ცნობით, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1200-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. მათგან ნახევარზე მეტი სამიზნეს ვერ მოხვდა.
აშშ-ის დაზვერვის მონაცემების თანახმად, აშშ-ის შეფასებით, რუსეთის წარუმატებლობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იცვლება.