რატი იონათამიშვილი – სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში: ჩვენი ინტერესია, რომ ამას შინაარსობრივი განხილვაც მოჰყვეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სარჩელის დასაშვებად ცნობა “ქართული ოცნების” ინტერესიც იყო.
როგორც დეპუტატი განმარტავს, პროცესებზე დადასტურდება, რომ პატიმარ ექსპრეზიდენტს სამართლიანი სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა.

„ძალიან უხერხულია, როდესაც რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ნაწილის გასაღებას ცდილობს, რომ, თითქოს, რაიმე წარმატებას მიაღწიეს სასამართლოში. ჩვენთვის უკეთესია, რომ არსობრივად განიხილოს აღნიშნული საქმე, რითაც დადასტურდება, რომ პატიმარ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული საკითხია და შინაარსობრივ განხილვაზე საუბარი არ არის, მაგრამ დიახ, ჩვენი ინტერესია, რომ ამას შინაარსობრივი განხილვაც მოჰყვეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადავიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები