პრეზიდენტის რეზიდენციასთან პლასტელინის ბიუსტი წარწერით: “სიტყვის გამტეხი” მიიტანეს
“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან პლასტელინის ბიუსტი წარწერით: “სიტყვის გამტეხი” მიიტანეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვის შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. ისინი ახსენებენ გიორგი მარგველაშვილს, რომ არ უნდა შესულიყო ავლაბრის რეზიდენციაში. “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წვერების პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მათი თქმით, რამდენიმე თვეა ვერ გაარკვიეს – რა ფუნქცია ექნება ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობას, რომელიც თავდაპირველად პრეზიდენტის რეზიდენციისთვის იყო გათვალისწინებული.