ხვიჩა კვარაცხელიამ ”რუბინი” ოფიციალურად დატოვა
ხვიჩა კვარაცხელიასა და ყაზანის “რუბინს” შორის კონტრაქტი ოფიციალურად შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზანურმა კლუბმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
“საფეხბურთო კლუბ “რუბინსა” და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტი შეჩერებულია. ფეხბურთელის წარმომადგენლებს კონსულტაცია ჰქონდათ ჩვენს გუნდთან და შეთანხმების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შრომითი ხელშეკრულება შეგვეჩერებინა. მადლობას ვუხდით ხვიჩას “რუბინში” გატარებული დროისთვის და მას წარმატებებს ვუსურვებთ”, – წერია “რუბინის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინის” ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავდა. იქამდე, მას მოსკოვის ლოკომოტივში, თბილისის დინამოსა და რუსთავში უთამაშია.