ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გაიზიარა და დაადასტურა
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გაიზიარა და დაადასტურა, რომ არავითარი მტკიცებულება, არავითარი არგუმენტი, რომელიც გაამყარებდა იმას, რომ აქ რაიმე ფორმით შესაძლებელი იყო ქართული მხარის დადანაშაულება, არ დასტურდებოდა. შესაბამისად, გაბათილდა ის მოცემულობა, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყანა ავრცელებდა, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
“მორიგი გამარჯვება დადასტურდა დღეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რაც გამოიხატება იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კოორდინირებულად, ინდივიდუალური 370 სარჩელი იყო შეტანილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და გააბათილა ყველა ის შესაძლო პოზიცია, რაც წარმოდგენილი იყო ინდივიდუალურ საჩივრებში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.