უკრაინის ვიცეპრემიერი: რუსეთს სურს, უკრაინას კუნძულზე მყოფი მეზღვაურები რუს ტყვეებში გაუცვალოს

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი და ვიცეპრემიერი – ირინა ვერეშჩუკი იმედოვნებს, რომ უკრაინა მალე დაიბრუნებს კუნძულ ზმეინზე მყოფ იმ მეზღვაურებს, რომლებიც რუსეთმა ტყვედ აიყვანა.

ვერუშჩუკი ამბობს, რომ მზად არიან, უკრაინელი მეზღვაურები რუს მეზღვაურ ტყვეებზე გაცვალონ.

მისი თქმით, მას დაურეკა რუსეთის სახალხო დამცველმა და ტყვეების პარიტეტული პრინციპით გაცვლაზე ესაუბრა.

”სხვათა შორის, ჩვენ გადავარჩინეთ 11 რუსი მეზღვაური და მზად ვართ, გავუცვალოთ ჩვენს მეზღვაურებში. რუსი მეზღვაურები შავ ზღვაში იხრჩობოდნენ და გადავარჩინეთ. რუსეთმა გამოთქვა გაცვლის სურვილი”, – განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები