თამარ გაბუნია: ყველაფერი კეთდება, რომ ვაქცინაციის პროგრამა შესრულდეს

“სამწუხაროდ, ვაქცინების გარკვეული რაოდენობა აუთვისებელი დარჩა. ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე პერიოდში სამინისტრო ვაქცინაციის კამპანიაზე მუშაობას არ გააგრძელებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროგრამა შესრულდეს.

“სამწუხაროდ, ვაქცინების გარკვეული რაოდენობა აუთვისებელი დარჩა. ეს ვაქცინები ქვეყანამ შედარებით გვიან, დონაციის გზით მიიღო, ჩვენთვის რთული იყო დაგეგმვა ამ პირობებში. მოლოდინი და მოთხოვნა ვაქცინებზე პირველ ეტაპზე ძალიან მაღალი იყო, შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე პერიოდში სამინისტრო არ გააგრძელებს მუშაობას ვაქცინაციის კამპანიაზე, ეს პრიორიტეტულია. ყველაფერი კეთდება, რომ ვაქცინაციის პროგრამა შესრულდეს”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები