უკრაინის თავდაცვა ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების დანაკარგზე ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან 24 მარტამდე რუსი ოკუპანტების დანაკარგზე ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ოკუპანტებმა, დაახლოებით, 15 800 სამხედრო დაკარგეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსების დანაკარგი მოიცავს:
530 ტანკს
280 ერთეულ საარტილერიო სისტემას
47 ერთეული საჰაერო თავდაცვისა და საზენიტო სისტემას
108 თვითმფრინავს
124 ვერტმფრენს
1033 მაქანას/სატრანსპორტო საშუალებას
4 გემს/ნავს
72 საწვავის ავზს
16 სპეციალურ მანქანას
სამინისტროს ცნობით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემთა დათვლა რთულდება. უწყება ინფორმაციას ყოველდღიურად ანახლებს.