“ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის საქმის განვითარებას თვალს მიადევნებს“

ევროკავშირი თვალს მიადევნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ საქმის განვითარებას – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოშიმბორის იაროშევიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. ბორის იაროშევიჩი ამით პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას გამოეხმაურა.
“კანონის წინაშე იმუნიტეტი არავის არა აქვს, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან ნიშნავს არა მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებს, არამედ მისი მთავარი არსი არის ის, რომ საქართველოში მუშაობდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის მიუკერძოებელი სასამართლო“, -აღნიშნა ელჩის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები