თეირანის მახლობლად გამართული საპროტესტო აქციების დროს 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს

თეირანის გარეუბანში გამართული საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს.

ერფან ფარაჯი რეიში გამართული დემონსტრაციების დროს გარდაიცვალა. ის ერთი კვირით ადრე 18 წლის გახდა.

ანონიმური წყაროს ცნობით, ხელისუფლებამ ფარაჯის ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნება გადადო. ის შაბათს საზოგადოების შეტყობინების გარეშე დაკრძალეს.

წყარომ IranWire-ს განუცხადა, რომ ფარაჯის ცხედარი, სავარაუდოდ, იმ მომიტინგეებს შორის იყო, რომლებიც დაღუპულები, სატვირთო მანქანით კაჰრიზაკში გადაიყვანეს.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ დემონსტრაციების დაწყებიდან უსაფრთხოების ძალებმა ასობით მომიტინგე მოკლეს, თუმცა კომუნიკაციების ფართომასშტაბიანი შეფერხებების გამო, მსხვერპლის დადასტურება რთულია.

მთავრობას მსხვერპლის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გაუვრცელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები