თბილისის მერი: უკრაინის დახმარების პროცესში “კოკა-კოლა”, “არემჯი”, “ევროპროდუქტი” და “სემეკი” ჩაერთნენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება.

როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თემურ ჭყონიას გადაწყვეტილებით, “მაკდონალდი” საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ბავშვებისთვის უფასო იქნება.

„დაწყებული გვაქვს ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ვისაც სურვილი გაქვთ, ამ პროგრამაში ჩაერთოთ, ბელიაშვილის N5-ში ჩვენ გვაქვს სივრცე, სადაც ვაგროვებთ ჰუმანიტარულ ტვირთს.

​პირველი და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას ვუსურვოთ, რაც შეიძლება სწრაფად დაისადგუროს მშვიდობამ, შეწყდეს ომი. ახლა ძალიან მძიმეა იქ მიმდინარე პროცესები – მინდა, მათ მშვიდობა ვუსურვო.

გუშინ საუბარი მქონდა „კოკა-კოლას“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტთან, თემურ ჭყონიასთან, მათი მხრიდან გადაწყდა, რომ საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ბავშვებისთვის „მაკდონალდი“ უფასო იქნება, რაც მისასალმებელია და ამისთვის მადლობა მათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროცესში ასევე ჩაერთო „არემჯი ჯგუფ“, „ევროპროდუქტი“ და სემეკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები