გოგა ხაინდრავა მზად არის, სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცეს

გოგა ხაინდრავა მზად არის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცეს. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი და 7 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი მონაწილე სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას რეჟიმის გასამართლებად აფასებს. რაც შეეხება საერთაშორისო რეზონანსს, ხაინდრავა საერთაშორისო საზოგადოებას მისი ფილმის „დემოკრატიის შუქურის“ ნახვას ურჩევს.
„მზად ვარ, გამოძიების ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, რადგან ძალიან მძიმე ვითარების მონაწილე ვიყავი, როდესაც ირღვეოდა მოქალაქეების უფლებები როგორც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ისე პერიფერიებში, ასევე კონფლიქტურ ზონებში. მე ამას ვხედავდი და ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გამაჩნია“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები