გაერო-ს გენერალურმა მდივანი, ანტონიუ გუტერეში მხარეებს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.
მისი აზრით, ამ ეტაპზე, “დიპლომატიური პროგრესის ელემენტები რამდენიმე საკვანძო საკითხზე თვალსაჩინოა”.
„საკმარისი საკითხია მაგიდაზე საიმისოდ, რომ ბრძოლები დასრულდეს და სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს“, – განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, „ამ ომის მოგება შეუძლებელია, ადრე თუ გვიან, მას ბრძოლის ველიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადანაცვლება მოუწევს”.
როგორც გუტერეშმა აღნიშნა, „უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად მიუტევებელი და სამხედრო თვალსაზრისით – უაზროა“.
“ნებისმიერი საზომით – თუნდაც ყველაზე გამჭრიახი გამოთვლებით – დროა, შეწყვიტოთ ბრძოლა და მშვიდობას მისცეთ შანსი. დროა, დასრულდეს ეს საშინელი, აბსურდული ომი”, – დასძინა მან.
უკრაინაში კონფლიქტის შედეგებზე საუბრისას, გუტერეშმა მიანიშნა სურსათზე, ენერგიასა და სასუქებზე ფასების სწრაფ ზრდაზე მთელს მსოფლიოში.
მისი თქმით, ეს ყველაფერი შესაძლოა, გლობალურ კრიზისში გადაიზარდოს.